Digest Logo

ყარაჯალაში შშმ პირი ნათესავებმა ქუჩაში დატოვეს

1629393163
ყარაჯალა

შშმ პირი, რომელიც ყარაჯალაში, ნათესავებთან იმყოფებოდა, ქუჩაში გამოუშვეს და მის შეფარებაზე უარი თქვეს. თელავის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი დედასთან ერთად დეიდის ოჯახში ცხოვრობდა. დედა გართულებული ჯანმრთელობის გამო თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შვილზე მზრუნველობაზე კი დეიდის ოჯახმა უარი თქვა და სოფლის ცენტრში დატოვა. 

მოზარდი თელავამდე ტრანსპორტირებას ვერ ახერხებდა. მას არც ადგილობრივმა მოსახლეობამ, არც სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გაუწია დახმარება. „რადიო ჰერეთის" ინფორმაციით, ის მოგვიანებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც კოვიდ ტექსტს ჩაუტარებენ და მისი პასუხის მიღების შემდეგ სოციალური სამსახური სახელმწიფო ზრუნვის პროგრამით მიმღებ ოჯახში გადაიყვანს.

ინფორმაციისთვის, 14 წლის ბიჭი დედის ავადმყოფობის გამო, მიმღებ ოჯახში ერთხელ უკვე იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა

VIDEO: „ყოფილა შემთხვევა, როცა დედა-შვილი ერთად დამიკრძალავს" - მესაფლავეების ემოციები უცხო ხალხის დაკრძალვისას

29 წლის მარტოხელა, ორი შვილის დედა სალომე ჭითანავა გარდაიცვალა