Digest Logo

ქართველი „კანონიერი ქურდი“ მოკლეს – რა ვიცით საბერძნეთში მოკლული კაცის შესახებ?

1641202799
შოთიკო თევდორაძე

საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ათენში მოკლული 41 წლის კაცი ე.წ. კანონიერი ქურდი შოთა თევდორაძეა. პოლიცია საქართველოს მოქალაქის მკვლელობის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა შესაძლოა, პირად ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.

პოლიციამ ამოიღო კამერების ჩანაწერები. კადრებში ჩანს სავარაუდო დამნაშავე, რომელიც შავ ფორმაშია გამოწყობილი. სამართალდამცველები საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

41 წლის შოთა თევდორაძე წარმოშობით ქუთაისელია. ის საბერძნეთში ოჯახთან ერთად წლების წინ წავიდა. ქუთაისის სახლში ამ დროისთვის გარდაცვლილის დედა იმყოფება, რომელიც მედიასთან არ საუბრობს. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი კარგი პიროვნება იყო და მას დადებითად ახასიათებენ.

„შოთიკო იყო ძალიან კარგი ბიჭი და ადამიანი. თუნდაც ურჩხული ყოფილიყო, 5 წლის შვილის გვერდით მამას რომ მოკლავ, იმ ბავშვმა როგორ უნდა იცხოვროს?!" - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.

მეზობლები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი ჰქონდა, თუმცა გამორიცხავენ, რომ მკვლელობა ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიასთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან იყოს დაკავშირებული.

საბერძნეთში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს თვითმხილველიც.

„როგორც ვიცი 3-4 გასროლა მოხდა მისი პარტნიორის და 5 წლის ქალიშვილის თვალწინ. ცოტა ხანში სირენის ხმა გავიგე წავედი სასწრაფოსკენ. პოლიციამ ტერიტორიას ალყა შემოარტყა“, - განუცხადა ბერძნულ მედიას თვითმხილველმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ქუთაისში დედამ ჩვილი სამშობიარო სახლში დატოვა - მოგვიანებით საქმეში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაერთო

🔵„ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც სიკეთის სჯერა, ადვილი მისაღები არ არის“ - ლიზა იასკო სააკაშვილს გაუბრაზდა?

🔵საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

წყარო: rustavi2.ge