ქუთაისში, სამშობიარო სახლში დედამ ჩვილი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს მიმართა და უთხრა, რომ ჩვილის მოვლას მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა, შემდეგ კი სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ქალს ყველა საჭირო პროგრამა შესთავაზეს. დედისა და შვილისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი გარემო შესაბამისი მომსახურებით.
ასევე დაგაინტერესებთ👇