31 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად აღიარა, რომ მას მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან შვილი ჰყავს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ექსპრეზიდენტის ახალი რჩეული ქალი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტის შესახებ პოსტებს აღარ ავრცელებს, მანამდე კი ყველა მისი განცხადება ექსპრეზიდენტს და მისი ციხიდან გამოშვების საკითხს ეთმობოდა.
„წარმოუდგენლად რთული წელი იყო, რომელსაც ერთხელ ალბათ მხოლოდ ბიოგრაფიულ მასალებში მოვყვები.
წელი, როდესაც იყო გამარჯვებები და განვითარება, ახალი მიღწევები, პოლიტიკური სიმაღლეები და პიროვნული ზრდა.
ბოროტება, ინტრიგები, ღალატი ხალხის მხრიდან, არ დავმალავ, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც სიკეთის სჯერა, ადვილი მისაღები არ არის.
მე არ ამირჩევია ქართველის გულში სიძულვილი. ამდენი ბოროტი და ცუდი ადამიანი, შურისძიების სურვილი, რაც იქ ვნახე, ცხოვრებაში არ მინახავს!
მეც არ ამირჩევია ის ადამიანები და იმ ადამიანების ქმედებები, რომლებიც გულს ტკენენ მათ, ვინც მიყვარს და ასევე საკუთარ თავს, მაგრამ მჯერა, რომ დადგება დრო, რომელიც ახალ რეალობას მოიტანს და რისიც მწამს და ვირჩევ ის იქნება. ეს არის სიკეთე და სიყვარული და ნამდვილი ბრძოლა და შედეგები.
არა ფეისბუკზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში.
ახალი წლის რეალობა, სადაც უამრავი უცნობია, მაგრამ არსებობს ადამიანობა და სიყვარული, რადგან მხოლოდ ამას შეუძლია შენება. ბოროტება დიდხანს ვერაფერს ააშენებს და ბოროტება ნამდვილი ცხოვრების ნაყოფს არ ისხამს.
უკრაინა მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს. ახალი წელი ახალი რეალობა იქნება“, - წერს ლიზა იასკო.
საზოგადოების დიდი ნაწილი ლიზა იასკოს პოსტის შემდეგ ფიქრობს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადება გულგატეხილი ქალის პოსტს ჰგავს და მისი გაბრაზების მიზეზიც სწორედ, სააკაშვილის მიერ ატვირთული შვილისა და ყოფილი რჩეული ქალის ფოტოები გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇