Digest Logo

ქართველი ოპერის მომღერალი ლალი ჭილაია გარდაიცვალა

1636789136
ლალი ჭილაია

ეს­პა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო ლალი ჭი­ლა­ია გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნოს მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი თრომ­ბი გახ­და. 

„12 ნოემბერს გავრცელდა სამწუხარო ცნობა გამორჩეული ქართველი ემიგრანტის, ლალი ჭილაიას გარდაცვალების შესახებ. იგი იყო მადრიდში მოღვაწე ქართველი მეცო სოპრანო და ასოციაციის „დიასპორა“-ს პრეზიდენტი. ქ. ლალი ასევე ეწეოდა თარჯიმნობით საქმიანობას, სოხუმელი ემიგრანტი აფხაზეთიდან, რომელიც კარგად იყო ინტეგრირებული ესპანურ საზოგადოებაში და კულტურაში, ასევე ეწეოდა ქართული კულტურის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ესპანეთის სამეფოში.

ჯერ კიდევ 19 წლის წინ, როდესაც პირველად გამოჩნდა ოპერაში, მისი ხმა უმალ შეფასდა როგორც მეცო სოპრანო, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენს ესპანეთში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომელიც სოპრანოს მეგობარმა მოგვაწოდა, ქალბატონ ლალის, ჩატარებული ოპერაციის შემდგომ, განუვითარდა თრომბი, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია მისი გარდაცვალება.

ლალი ჭილაია იყო ენერგიული, სიცოცხლით სავსე ქართველი, გამორჩეული იუმორის გრძნობით. ადამიანი, რომელმაც უამრავი ქართველი ფეხზე დააყენა და გაჭირვებაში ხელი გაუწოდა. ბოლო ოფიციალური შეხვედრიდან, სადაც ქართული დიასპორა და ქართველი დიპლომატები ერთმანეთს შეხვდნენ, „ქართული სახლის“ პრეზიდენტი დიანა ციხისთავი იხსენებს მის ხუმრობანარევ ბოლო სიტყვებს:

„ჩემს სამშობლოში როდის დამაბრუნებთ?!“.

სამწუხაროდ, ეს ნატვრა -ნატვრად დარჩა“, - წერს თამარ ბურდული.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მიშა, სწორედ შენმა ზონდერებმა, „დუბინკებით“, დილის 5 საათზე პატიმარი ქალები ღამის პერანგებით მიწისქვეშა ჯურღმულებში ჩაგვყარეს“ – ნანა სულავა

🔵როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში

🔵„12 დეკემბრიდან ეს პროცესი შეუქცევადი გახდება... ვისაც ამ სამყაროში არსებობა უნდა, აუცილებლად ეს უნდა გააკეთოს...“

🔵VIDEO: „ჩემკენ არის ძალიან კარგი სიახლეები“ - ნახეთ, რომელ კლინიკაში იმუშავებს გიორგი ღოღობერიძე

🔵„ღვინო არასდროს გაუსინჯავს, ბარებში არ დადის“ – უცნობი ფაქტები ხვიჩა კვარაცხელიაზე