ჩვენი მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი 2022 წელს ახალი ნაძვის ხეებითა და დეკორაციებით ხვდება. მათი უმეტესობა უკვე აინთო. მოდით, ვნახოთ, როგორ მოირთო ჩვენი ქალაქები საახალწლოდ.
თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო.ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 20 დეკემბერს აინთო. ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული ესტრადის მუსიკოს-შემსრულებლები მონაწილეობდნენ.რუსთავი ფალიაშვილის ქუჩაზე, ახლად რეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, საახალწლო სოფლის მოწყობა და ქალაქის ქუჩების სადღესასწაულოდ გაფორმება დასრულდა.
ფოტო:დავიდ მჭედლიძებათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე აინთო.გორში მთავარი ნაძვის ხის გარდა, საშობაო ბაზრობები, გამოფენა - გაყიდვები და საბავშვო გასართობი სივრცეები მოეწყო.მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე 23 დეკემბერს აინთო.ახალციხე 2022 წელს ახალი მთავარი ნაძვის ხით ხვდება.კომენტარებში გაგვიზიარეთ, რომელია თქვენი ფავორიტი ნაძვის ხე და ასევე თქვენი შთაბეჭდილებები.
ასევე დაგაინტერესებთ👇