სამხედრო, რომლის ცხედარიც გორის სოფელ ორთაშენში, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ იპოვეს, 45 წლის შალვა ტაბატაძე იყო. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. სწორედ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას, რამ გამოიწვია სამხედრო პირის სიკვდილი.
ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და არც ვერსია აქვთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
ცნობისთვის, შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს, თავდაცვის სამინისტროს კი ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ შალვა ტაბატაძე იყო 2008 წლის აგვისტოს ომისა და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო მისიების მონაწილე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ქალმა, რომელსაც 15 წლის შვილი ტელეფონის გამო მოუკლეს, სუროგაციის გზით დედობა გადაწყვიტა
🔵მკვლელობა ძაღლის კბენის გამო - მარნეულში დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა