ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც წერია, რომ პაციენტი კოვიდდადებითია. მისი თქმით, ესემესის ადრესატი შეეშალათ და შემთხვევით მას გამოუგზავნეს.
„შეეშალათ. გუშინ კოვიდზე არც გამოვკვლეულვარ, არც ინფიცირებული ვარ.
იქნებ ვინმემ იცნოს პირადი ნომრის ეს მონაცემი.
ვინ იცის, პასუხს როგორ ელოდება ან არ ჰგონია, რომ კოვიდდადებითია და გადაადგილდება და ანდაც უყურადღებობაში დაადანაშაულოს ლაბორატორია.
ჯანმრთელობა ამ პაციენტს და არამხოლოდ მას“, - წერს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ იყო სამხედრო, რომელიც გორში გარდაცვლილი იპოვეს
🔵ქალმა, რომელსაც 15 წლის შვილი ტელეფონის გამო მოუკლეს, სუროგაციის გზით დედობა გადაწყვიტა
🔵მკვლელობა ძაღლის კბენის გამო - მარნეულში დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა