
მარნეულში 29 წლის მამაკაცი მოკლეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით 17 წლის ბიჭი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
არასრულწლოვანი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მალევე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„არცერთი შინაური ცხოველის ადგილი არ არის კორპუსის ბინაში და ტიკტოკის ფრონცკვაში“ - თამუნა გიორგაძე
წყარო: tvpirveli.ge