
პარტია „ხალხის“ ლიდერი ანა დოლიძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუასთვის სოფელ თხინვალში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„რობერტ სტურუას მიერ მიწის მიღებაში პრობლემაა ფართო კონტექსტში. სტურუა, როგორც შემოქმედი, ძალიან დიდია (პოლიტიკური შეხედულებები და შემოქმედება უნდა გავყოთ). მას მიწაც ეკუთვნის, ვილაც, ლამბორგინიც და იახტაც.
უბედურება იმაშია, რომ ეს სიმდიდრე ასეთ ქვეყანაში მისნაირ რეჟისორს არ ექნება. ანდა აწყობს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს? აქ რომ იყოს და უნდა იყოს, ძლიერი ეკონომიკა, ბიზნესი, ქველმოქმედება, გრანტები, მაგ ნაკვეთზე ეგეთ რეჟისორს გაეცინებოდა და სახელმწიფოდან ჩუქებაზე არც იფიქრებდა.
ექნებოდა ეს ყველაფერი ისედაც. ჰოდა, ეგ დიდი საკითხია აქ პრობლემა. ეს მუქთახორები არ ააშენებენ ეგეთ ქვეყანას იმიტომ, რომ ყველა რეჟისორი თუ ექიმი თუ მწერალი, უნდა ამათხოვრონ. ჰოდა, ჩვენ ავაშენოთ“, - წერს ანა დოლიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵გაჩნდება თუ არა უახლოეს მომავალში კორონავირუსის ახალი ვარიანტი - გიორგი ფხაკაძის განმარტება