მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის ნინუცა მაყაშვილის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნინუცას გალანძღვა სხვა ადამიანების მხრიდან მიუხედავად მათი უთანხმოებისა, მისთვის სასიამოვნო არ არის.
„ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მსიამოვნებდა იმ კომენტარების კითხვა, სადაც ნინუცას უარყოფითად იხსენიებდნენ. მე შვილი მყავს, რომელიც აფანატებს დედამისზე და ჩემი შვილის გულისტკივილი არაფრად მიღირს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნინუცას გალანძღვით მე მასიამოვნებს, ძალიან ცდება. მირჩევნია, მე გამლანძღონ, ვიდრე ჩემს შვილს დედა გაულანძღონ…“, - ამბობს ბესო ზანგური.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵გაჩნდება თუ არა უახლოეს მომავალში კორონავირუსის ახალი ვარიანტი - გიორგი ფხაკაძის განმარტება
🔵როდის უნდა გამოაცხოთ მარილიანი კვერები იმისთვის, რომ სიზმარში საბედო ნახოთ