Digest Logo

მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

1633727201
ბათუმის ნანგრევები

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ბათუმში ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

ინფორმაციას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადასტურებენ. 

ინფორმაციისთვის, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵„კორპუსების დანგრევა რუსული სივრცის პოლიტტექნოლოგიაა“ - ჟურნალისტი

🔵„ცოცხლად დამაჭერინა თქვენი თავი და შემაგდებინა საქათმეში“ - რას წერს ბესო ჩუბინიძე

🔵ვინ არის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი

🔵„გულის გაჩერებით შემოიყვანეს“ – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

წყარო: rustavi2.ge