Digest Logo

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში, ამ შეფერხებების გამო" - ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

1626269403
ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალზე არსებული ხარვეზის გამო განმარტებას აკეთებს. მინისტრის თქმით, პორტალზე შეფერხება მაღალ მომართვიანობას უკავშირდება.

მინისტრი შეფერხების გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის და იმედოვნებს, რომ ხარვეზი მალე აღმოიფხვრება.

„შეფერხებებია კვლავ რეგისტრაციის პროცესში. გულწრფელად მინდა ამ შეფერხებისთვის ჩვენს მოქალაქეებს ბოდიში მოვუხადო. აქამდე შეფერხებებს, როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი კიბერთავდასხმები იწვევდა. ამ ეტაპზე ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობის გამო. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხერხდა დროულად მისი აღმოფხვრა. ამისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მივლენილია ყველა შესაძლო აიტი სამსახური, რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის აღმოფხვრა. პარალელურად ჩვენი მოქალაქეები მინდა დავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა, ეს არ არის საბოლოო რაოდენობა. იცით, რომ შესყიდვა განხორციელებულია და გადარიცხულია სრული თანხა. ეტაპობრივად განხორციელდება და უწყვეტად შემოვა ვაქცინა“, - განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ფაიზერის ვაქცინა 14 000 ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

❗ასევე დაგაინტერესებთ:

„ეპიდსიტუაცია გლობალურად გაუარესებულია და ჩვენს რეგიონში „დელტას“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება"-ალექსანდრე გოგინავა

17 ივლისს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით, საპროტესტო აქცია გაიმართება

„სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა და კუბო მოაყუდა... მისაღებში კედელს ავეკარი და უცებ მივხვდი, რომ საწოლზე გარდაცვლილი ადამიანი იყო"