ახალგაზრდა ქართველი მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. ის მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „იურისპრუდენცია“ ავრცელებს.
„მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა.
დალი მეტრეველი 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე“, - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„შეურაცხყოფა მომაყენა... ჩავიკეცე“ – რა შეემთხვა თიკა ჯამბურიას
🔵„დამითმია ბურთი და მოედანი „ბლოგერებისთვის“ - ზაზა თელია ფეისბუკ გვერდს აუქმებს