Digest Logo

„მოსმენა უზნეობაა, ცოტა ხნის წინ გამაფრთხილეს, რომ მისმენდნენ" - მიტროპოლიტ ნიკოლოზის პირველი კომენტარი

1631531351
მეუფე ნიკოლოზი, მეუფე ნიკოლოზი

ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზი, არ გამორიცხავს, რომ მას უსმენენ. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ეს უზნეობაა. ტვ პირველთან საუბრისას მაღალი იერარქიის სასულიერო პირი არ ადასტურებს ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას რუსეთიდან დიდი რაოდენობით თანხა გადაურიცხეს.

„პირადად არ ვიცი, მისმენენ თუ არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ, ყველას უსმენენ, მათ შორის ჟურნალისტებსაც, მე მოსმენაში პრობლემას ვერ ვხედვა, პრობლემა გასაჯაროვებაშია, თუ კანონით არ აქვთ მოსმენის უფლება, მაშინ ძალიან ცუდია, თუ მისმენენ.

ეს მანკიერი პრაქტიკა წინა ხელისუფლებაშიც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს არის უზნეობა და უმსგავსობა, ყოვლად დაუშვებელი.

ერთხელ პატრიარქს მიუტანეს ტელეფონი და უთხრეს, რომ ის არ ისმინებოდა. პატრიარქმა უარი განაცხადა: რად მინდა ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინებაო. ეს ჰიპოტეტურია.

მე თუ ვინმე დამირეკავს, წინასწარ გავაფრთხილებ, რომ ტელეფონი ისმინება.

თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ ჩემი ანგარიში, შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთიდან ჩემს ანგარიშზე ფულის გადარიცხვა შეუძლებელია", - განუცხადა ტვ პირველს მეუფე მიტროპოლიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: 30 000 $ ინფორმაციის სანაცვლოდ - მიტროპოლიტ ნიკოლოზს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ

🔵„საუბარი იმაზე, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც გვმართავენ, არაკომპეტენტური განცხადებაა“ - მეუფე ნიკოლოზი

🔵ტელევიზორში ნანახით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ - მეუფე ნიკოლოზი ბერისადა ჟურნალისტის დაპირიპირებაზე

წყარო: tvpirveli.ge