Digest Logo

🎥 VIDEO: 30 000 $ ინფორმაციის სანაცვლოდ - მიტროპოლიტ ნიკოლოზს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ

1631529023
მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა – იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.

არხის მტკიცებით, ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ მასალებშია საუბარი.

ინტერნეტში სავარაუდოდ სუსის თანამშრომლის მიერ გავრცელებული სკანდალური ფაილების მიხედვით, უსმენდნენ ახალციხის და კუმურდოს მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილსაც.

გავრცელებულ ოპერატიულ ცნობაში პირდაპირ ვკითხულობთ, რომ მეუფემ დიდი ფულის სანაცვლოდ, რუსეთის მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გავრცელებული ფაილების მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთის მოქალაქეს პატრიარქის პირადი შეხვედრების შესახებ ინფორმაციასაც აწვდიდა.

ოპერატიული ცნობების მიხედვით, ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მეუფემ 30 ათასი დოლარი აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„საუბარი იმაზე, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც გვმართავენ, არაკომპეტენტური განცხადებაა“ - მეუფე ნიკოლოზი

🔵ტელევიზორში ნანახით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ - მეუფე ნიკოლოზი ბერისადა ჟურნალისტის დაპირიპირებაზე

🔵„თანახმა ვარ ავიცრა საჯაროდ, თუ ამას სოციალური მნიშვნელობა ექნება“ - მეუფე ნიკოლოზი

წყარო: tvpirveli.ge