ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორი ამბობს, რომ ზვიად თავდგირიძე, ამ დროისთვის, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე.
„პაციენტის მდგომარეობა, ამ მომენტისთვის, ფასდება, როგორც მძიმე. პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. მისი დიაგნოზი, ამ მომენტისთვის, არის პოლიტრავმა, ტრავმული შოკი, გულ-მკერდის და ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა ქვედა კიდურის კოჭ-წვივის არეში ღია მოტეხილობა. ასევე, აღენიშნება სხეულზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. პაციენტი მკურნალობას გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ მომენტისთვის ქირურგიულ ჩარევას პაციენტი არ საჭიროებს,“ - აცხადებს კლინიკა "მედცენტრის“ დირექტორი, მედეა ქაჯაია.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის მამაკაცი ზვიად თავდგირიძეა, ის სახლში მარტო იმყოფებოდა.
ინფორმაციისთვის, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.
მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.
უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი კაცი ამოიყვანეს.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კორპუსების დანგრევა რუსული სივრცის პოლიტტექნოლოგიაა“ - ჟურნალისტი
🔵„ცოცხლად დამაჭერინა თქვენი თავი და შემაგდებინა საქათმეში“ - რას წერს ბესო ჩუბინიძე
🔵ვინ არის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი
🔵„გულის გაჩერებით შემოიყვანეს“ – ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა