თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო. თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც - აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.
მათი მოთხოვნა მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში გადაეყვანათ.
აქციის მონაწილეები, ასევე, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის ციხიდან მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს და ის აქ აღარ არის.
პენიტენციური სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.
ამავე თემაზე👇
🔵გლდანის ციხის ტერიტორიაზე ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს
🔵VIDEO: ნახეთ პალატა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ
🔵„ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ ავირიოთ... შეცდომის უფლება არ გვაქვს, არავის“ - ხატია დეკანოიძე
🔵სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - პენიტენციური სამსახურის განცხადება
🔵„SOS!!! ამას ჰქვია მძევალი მიხეილ სააკაშვილის გატაცება“ - ნიკა გვარამია