ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა სტრიმინგ კომპანია Netflix-ს უჩივლა. სასამართლო დავა ლოს ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში წარიმართება.
გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში წერია:
„ბრალდება, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცთან, არის სიცრუე, ასევე უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი — 1968 წლისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა ეპიზოდში ხდება მოქმედება, მას სულ მცირე 59 მოჭადრაკე კაცთან ჰქონდა მატჩი ჩატარებული, მათ შორის ჭადრაკის სულ მცირე ათ დიდოსტატთან… ასევე Netflix-მა გაფრინდაშვილს უწოდა რუსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ის ქართველია და რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის და შეტევების მსხვერპლია“.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ამ ამბავს შურისძიება აუცილებლად მოჰყვება – მამას შვილის გადასვენება მოსკოვში სურს