პოლიტიკოსი გოგი წულაია გადაცემა „ყვითელ ყუთში" ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს. ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რთული პერიოდი გაატარა. შიმშილს თან ახლდა ნერვიულობა და ოჯახზე ფიქრი.
„ძალიან ბევრს ვკითხულობდი და დავდიოდი. სხვანაირად ციხეში დროს ვერ გაიყვანდი. ძალიან ბევრი წავიკითხე. იქაც სულ ოჯახზე ვფიქრობდი. ვის არ უყვარს შვილი. მეც განსაკუთრებულად მიყვარს შვილები. ისინი ბედნიერები ვერ იქნებიან, თუ გარშემო ადამიანები ბედნიერები არ ეყოლებათ, ამიტომ ვიბრძვი მათთვის.
ცოლთან პირველი შეხვედრისას ვცდილობდი, რომ ტრაფარეტული სიტყვები რასაც ჰქვია ბოდიში, მაპატიე და შევცდი არ გამომეყენებინა. რადგან, იმ დანაშაულისთვის, რასაც მე ვისიგრძეგანებდი მხოლოდ ეს სიტყვები ბუტაფორიული იყო. ვერ მოვიფიქრე ისეთი სიტყვები, რაც პირველ შეხვედრას შეესაბამებოდა. ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს რთული პერიოდები", - ამბობს გოგი წულაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მეხსიერებიდან არ ამომდის ის, რაც ვნახე..." - თათია შარანგიას ემოციური პოსტი