თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე მიმართვა ვრცელდება. განცხადებაში მგლის სახელად „კოვიდის" და მისი პატრონის ემოციური ისტორია წერია.
„გადავარჩინოთ „კოვიდი"!!! ის სხვაგან, გინდა ზოოპარკში (სხვა მგლები მოკლავენ) ან ტყეში (შიმშილით მოკვდება) ვერ გადარჩება. იცით ამ მგლის ისტორია?
ბატონმა კახამ 20 თვის წინ, ორი თვალაუხელელი მგლის ლეკვი იპოვა. საწოვარათი გაზარდა. ერთი მოკვდა, მეორე გადაარჩინა. პანდემია ახალი დაწყებული იყო და ამიტომ დაარქვა „კოვიდი".
20 თვე სხვა ძაღლებთან ერთად გაზარდა. დღე გრძელ „ტროსზე" ჯაჭვით ჰყავდა დაბმული, საღამოს კი, როცა ტერიტორიის კარები იკეტებოდა სხვა ძაღლებთან ერთად თავისუფლად მოძრაობდა.
მას თავი ძაღლი ჰგონია, აგრესია არ გააჩნია ადამიანის მიმართ. ეს კადრებშიც ჩანს. სულ უცხო ადამიანსაც კი არ გაჰკრა კბილი, როცა პატრონს ჩამოართვეს და სრულიად უდანაშაულო დააპატიმრეს.
რა თქმა უნდა დასაგმობია, როცა შენ გაზრდილ და ერთგულ ოთხფეხა მეგობარს ძალით გინდა არაყს ან კოკა-კოლას ჩაასხამ ხახაში. ეს შეცდომა ბატონმა კახამაც აღიარა და ძალიან დარდობს, მაგრამ ამით ,,კოვიდი" არ მომკვდარა.
რა ვქნათ ახლა? ამ შეცდომის გამო დავსაჯოთ პატრონი მგლის ჩამორთმევით და მგელი მოვკლათ? ვინ იღებს პასუხისმგებლობას ,,კოვიდის" სიცოცხლეზე ? სახელმწიფოს ხალხი კიდია ფეხებზე, მგელი მით უმეტეს.
სად წაიყვანეს იცით? დათვების კერძო თავშესაფარში, რომლის აშენებაში (ჩემგან განსხვავებით) სახელმწიფოს ერთი თეთრი არ აქვს ჩადებული, უფრო მეტიც, ერთი ნაჭერი პურიც კი არ მიუტანია. ამით სახელმწიფომ აიცილა პასუხისმგებლობა თავიდან და ,,კოვიდის" სიკვდილს დათვების კერძო თავშესაფრის მეპატრონეს შეაწმენდს. სპეციალისტებმა იციან თუ როგორი ერთგულია მგელი. ის კახას(მისი გადამრჩენელის და გამზრდელის) გარეშე მოკვდება და მერე მე მოგდგებით და არ დავიღლები თქვენი ოჯახის გინებით.
ნუ დაიდებთ მგლის და ბატონი კახას ცოდვას, შეუნდეთ მას ეს შეცდომა და დაუბრუნეთ ,,კოვიდი", - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანა, მეპატრონე კი დააჯარიმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ქვეყანამ ძალიან კარგი მოქალაქე დაკარგა" - ნანუკა ჟორჟოლიანი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაზე
🔵ვინ არის ექსპრეზიდენტის ყოფილი ცოლი და რატომ გადაიღეს ერთად ფოტოები