Digest Logo

„ფიქსირდება 38-ზე მეტი ტემპერატურა, ცხელება იწვევს გაუწყლოებას... უნდა მიმართოთ ექიმს“ - რატიანი „დელტა“ შტამის სიმპტომებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე

1625810095
ლევან_რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი „რუსთავი 2-ის“ ეთერში კოვიდის„დელტა“ ვარიანტის შესახებ საუბრობს.

მან ისაუბრა, თუ რა განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ შტამს აქამდე გავრცელებული შტამებისაგან.

 

რაც შეეხება COVID-19-ის ე.წ. ინდურ შტამს (დელტას), წინამორბედისგან განსხვავებით, ის ასაკდამოკიდებული არ არის და ახალგაზრდებიც ინფიცირდებიან. მისი გადამდებობაც მაღალია.

ლევან რატიანის განცხადებით, COVID-19-ის კლასიკური ვარიანტისგან განსხვავებით, „დელტა“ შტამის სიმპტომები პირველივე დღიდან ვლინდება, რაც 38 ან მეტი ტემპერატურით გამოიხატება.

„აქედან გამომდინარე, მართლა საფრთხის მომცემია ეს სახეობა, რომელსაც ე.წ. ინდურ შტამს ვუწოდებთ. ის არ განსხვავდება COVID-19-ის დაავადების სიმპტომატიკით.

ჩვენ ქვეყანაშიც არის დაფიქსირებული, მოხდა ვირუსის ამ სახეობის იდენტიფიცირება, არაფრით არ განსხვავდება წინა პერიოდში ცირკულირებული კორონავირუსისაგან.

ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ თუ მანამდე ვიძახდით, რომ ვირუსი ასაკდამოკიდებულია, ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები.

პირველი, რაც უფრო მეტად გამოიხატება, ეს არის ჰექტიურიცხელება. წინა ვირუსში, ჩვენი გამოცდილებით გვქონდა ცხელების ეპიზოდები, მაგრამ ეს იყო მ-5, მე-6, მე-7 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფიცირების პირველ დღესვე შესაძლებელია გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. უფრო მეტად არის ჰექტიური, ეს არის 38 გრადუსი და მეტი.

ცხელება იწვევს ორგანიზმში გაუწყლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავს შემთხვევაში, როგორი ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინაცია ორსულობისას, 14 კვირის შემდეგაა სასურველი... ერთხელ მაინც თქვით სიმართლე…“ – რას ურჩევს ხელისუფლებას ფხაკაძე

19 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი თამთა ჭელიძე, 15-წლიანი დეპრესია და ეკრანიდან გაქრობა - მომღერლის აქამდე უცნობი ამბები

24 წლის ასაკში დაოჯახება, განშორება და რომანი მეგი გოგიტიძესთან - ჯაბა კილაძის აქამდე უცნობი ამბები