Digest Logo

რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია? - პედიატრის განმარტება

1628156190
პედიატრი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სატელევიზიო ეთერში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ბავშვების კორონავირუსის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული.

„სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, მივარდნა, სითხეებს თუ დიდი რაოდენობით არ იღებს და აქვს ძლიერი ცხელება, ეს ყველაფერი შესაძლოა ბავშვის ჰოსპიტალიზაციის ნიშანი იყოს. სახლში, ვინც აკვირდება ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციონ ყველა ამ არსებულ ნიშანს. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ წყლით მომარაგებული და მიიღონ ბევრი სითხე. მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიმპტომს. სხვა რაიმე სახის მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე იქნებოდა დამტკიცებული, არ არსებობს. ვაქცინაციის პროცესი ზრდასრულებში დაგვეხმარება, რომ ვირუსი სახლში არ მივიტანოთ და ბავშვები არ დაინფიცირდნენ“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერით” აიცრა

„ადამიანები ამის გამო მთხოვენ პასუხს, ილანძღებიან, ცოტას იწყევლებიან და რას გამოვიდე თავი ნეტავ?“ - რა შეემთხვა გვანცა დარასელიას

„სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია უნდა მიეცეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი