Digest Logo

„სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია უნდა მიეცეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

1628151789
კულუმბეგოვი

„პირველ ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუკ გვერდზე წერს.

„ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომლებიც არის უსაფრთხო და ეფექტური, მათ შეუძლიათ ადამიანები დაიცვას ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. მეოთხე ტალღის წინაშე დგას ქვეყანა, რომელიც ძალებს იკრებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უსაფრთხოება ახლა პრიორიტეტია ანუ ჩვენ უმჯობესი იქნება ვაქცინების განაწილების პრიორიტეტიზაციის საწყის გეგმას დავუბრუნდეთ. 1-ელ ოქტომბრამდე ყველა სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანს უნდა მიეცეს სავალდებულო იმუნიზაციის რეკომენდაცია!!! ერთადერთი გამონაკლისი უნდა იყოს არგუმენტირებული უარი ვაქცინაციაზე და ესაა მასში შემავალ კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციის ანუ ანაფილაქსიის ეპიზოდის არსებობა ანამნეზში. აიცერი და ამით დაიცავი შენი და სხვისი სიცოცხლე!“, - წერს კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში" - რას სთხოვენ ლაშა ტალახაძე და ძალოსნების ექიმი გულშემატკივრებს

„თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადავარჩენთ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს“ - ბიძინა კულუმბეგოვის მიმართვა

ეზუგბაიას საგანგებო მიმართვა მოსახლეობას