11 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დათბება და გამოიდარებს. ჰაერი +13, +14 გრადუსამდე გათბება. 12 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე კი უმეტესად ხანმოკლე წვიმებია ნავარაუდევი. ტემპერატურა +11, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოში 15 დეკემბრამდე უნალექო ამინდს ელოდებიან. ტემპერატურა მოიმატებს და +19, +21 გრადუსამდე იმერყევებს. 16-17 დეკემბერს კი დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, ტემპერატურა +11, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 11-17 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი მოსალოდნელი, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ტემპერატურა +10 გრადუსამდე შემცირდება.
11 დეკემბრიდან მთიან რეგიონებში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +10 გრადუსამდე გათბება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ელექტრომომარაგება შეიზღუდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„პრაქტიკულად აუცრელი საქართველო ძალიან პრობლემურად ხვდება „ომიკრონს“ - ზაზა წერეთელი
🔵„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით“ - გიორგი ფხაკაძე