ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, რამდენიმე კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ ახალი შტამის გავრცელების გამო, გაზრდილია კორონავირუსით რეინფიცირებისა და გადადების სიხშირე.
„დღეს გაერთიანებულმა სამეფომ გამოაქვეყნა თავისი ე.წ. ტექნიკური ანგარიში (Technical briefing), რომელიც ქვეყანაში არსებულ კოვიდპანდემიის ყოველკვირეულ სურათს აღწერს.
ცხადია დღევანდელი ანგარიში დაეთმო სიტუაციას „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით საქართველოს კი არ აინტერესებს კოვიდი, მაგრამ მათ ვისაც სჯერა, რომ კოვიდი არსებობს და რომ საშიშია, საინტერესო იქნება ეს ინფორმაცია.
პირველმა კვირებმა აჩვენეს, რომ რეინფიცირების მაჩვენებელი საერთო მაჩვენებლებში გაზრდილია 7% („დელტას“ დროს იყო 0.4%). ასევე გაზრდილია სიხშირე გადამდებლობისა ოჯახებში (ნუ ახლო კონტაქტები) 3.2-ჯერ მეტი შემთხვევა დელტასთან შედარებით. შემთხვევების რაოდენობის ძალიან სწრაფი ზრდა, R კოეფიცეინტი 4-ის ფარგლებში. მოკლედ ვრცელდება სწრაფად, და რეინფიცირებაც გაზრდილია. აქვე დაადგინეს, რომ ბუსტერ დოზები კარგად მუშაობს და „ასრტაზენეკას“ შემთხვევაშიც, უმჯობესია „პფაიზერით“ ბუსტერი და კიდევ ანტივაქსერული საქართველოს საყურადღებოდ!
გაერთიანებულ სამეფოში შემთხვევების უმეტესობა სუსტი ან თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს („ომიკრონის“ დროს). მაგრამ ეს არის იმის დამსახურება რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილია და რომ აცრა იცავს ადამიანს შემთხვევების დამძიმებისგან!!! შესაბამისად, ვაქცინას აქვს დიდი მნიშვნელობა!!!
ხოლო თუკი ანტივაქსერები ვერ ხვდებიან, რა განსხვავებაა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.... პრაქტიკულად აუცრელი საქართველო ძალიან პრობლემურად ხვდება „ომიკრონს“ და ნურავინ იფიქრებს, რომ სიტუაცია შეიძლება ისევე მსუბუქი შემთხვევებით შეიძლება წარიმართოს, როგორც ეს აცრილ ქვეყნებში...
აქვე დავსძენ, რომ მიუხედავად იმისა რომ შემთხვევები მსუბუქია, მათი რაოდენობის ასეთი მკვეთრი ზრდა მაინც დიდი პრობლემაა ქვეყნებისთვის და მათი ჯანდაცვის სისტემებისთვის...
ამიტომ, ალბათ, ცენტრ „ემპათიის“ და ასევე ანტივაქსერების დღის წესრიგით ცხოვრებას სჯობს კოვიდპანდემია სერიოზულად იქნეს აღქმული“, - წერს ზაზა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით“ - გიორგი ფხაკაძე
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები