Digest Logo

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

1631268059
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება.

11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბრიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

სინოპტიკოსები თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

12 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა, მცირე, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„როგორ ვახერხებ თავის გატანას, თვითონაც არ ვიცი”- ნახეთ, რა ხდება ეკა კვალიაშვილის თავს

🔵„გთხოვთ წაიკითხეთ ყურადღებით... ასეთი ამბები ტელევიზორში არ ჩანს და ცოტა ძნელი გასაგებია" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

🔵„საუბარი იმაზე, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც გვმართავენ, არაკომპეტენტური განცხადებაა“ - მეუფე ნიკოლოზი