ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები უკიდურესად მძიმედ აფასებენ. მას ინსულტის დიაგნოზი აქვს და ამ დროისთვის კომაშია. იგი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაშია მოთავსებული.
„პაციენტი გადმოყვანილია კრიტიკულ მდგომარეობაში. არის მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაშია ამჟამად. დადგენილია ჰემორადიული ინსულტი. პროგნოზის გაკეთება მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია. არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა“, - აღნიშნა კლინიკის მორიგე რეანიმატოლოგმა გიორგი გვარამაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“.
ასევე დაგაინტერესებთ👇