Digest Logo

„სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

1636361625
მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 40-დღიანი მარხვის შემდეგ აღსარება ჩააბარა და ეზიარა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა ქვეყნისთვის დიდი ღვაწლი გასწია, რისი მაგალითიც თანამედროვეობაში არ არსებობს.

„მასზე ხშირად ამბობენ ასეთ რამეს, რომ მოინანიოს, შეინანოს და მინდა გითხრათ ერთი რამ, სინანული ქრისტიანული თვალსაზრისით არის მოქმედება და ეს არ არის ნიანგის ცრემლები, იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას რაც სამწუხაროდ ბევრჯერ გვინახავს.

ეს არის ადამიანი, მე ახლა ვიტყვი ისეთ წინადადებებს, რომელსაც არ შეიძლება რამე სხვა აზრი ჰქონდეს. ეს არის პიროვნება, რომელიც საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ თავისი ნებით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში. ახლა ვიტყვი ქრისტიანულად, 40 დღე იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვიღებ აღსარებებს და ვაზიარებ ადამიანებს, არავის უთქვამს ჩემთვის, რომ უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად და ვისაც თვალში ეპატარავება 40 დღე, იმარხულეთ, შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახეთ რა ღვაწლი გასწია.

ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, რომ ჩვენ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება, რომ ქვეყნის პირველი პირი, ნებაყოფლობით არის ასეთი დიდი ღვაწლით. მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს, 40 დღე ასე მშრალი მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება, ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მუდმივად სიყვარულს ვეძებ, ამ შემთხვევაში კი ამის წინააღმდეგ მივდივარ..." - რატომ ატირდა ნელი აგირბა გადაცემის ჩაწერის დროს

🔵„სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ უარესი გელით“ - გიორგი მშვენიერაძე

🔵მეუფე ნიკოლოზი ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

🔵უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🔵„კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵მაგნიტური ქარიშხლების გრაფიკი ნოემბერში