Digest Logo

სააკაშვილმა ფეისბუკზე კიევი-თბილისის ფოტო გამოაქვეყნა - ის 2 ოქტომბერს მოფრინავს

1632770465
მიხეილ სააკაშვილი და ბილეთი

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს.

მისი თქმით, თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

„რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოს, რათა ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი ბილეთის აღების დასტურად ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ბილეთები მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილისთვის არის ნაყიდი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონავირუსი გადამეტანა...“ - დათო ტურაშვილი

🔵არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი მოკვდა

🔵28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი