გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
„22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი იქნებოდა პოლიტიკური ბანერების მაგივრად პარტიებს, ეს სივრცე სხვა ტიპის ბანერებისთვის დაეთმოთ“
🔵„საჭმლის დარიგების პროცესში სასიამოვნო არაფერია, გულს კლავს პირიქით ამდენი მშიერი ადამიანის ყურება“