აჯა სინჯიკაშვილი, რომელიც წლებია ქველმოქმედებას ეწევა სოციალურ ქსელში წერს რომ სიკეთე სიკეთით მრავლდება და ადამიანები, რომლებსაც თვითონ ეხმარება, შემდეგ სხვას უდგანან გვერდით:
„ჩვენ თბილისში და კახეთში საჭმელი დავარიგეთ. დასავლეთი დაგვრჩა მარტო და მალე დავამთავრებთ.
თვითონ საჭმლის დარიგების პროცესში სასიამოვნო არაფერია, გულს კლავს პირიქით ამდენი მშიერი ადამიანის ყურება.
რამდენიმეგან, მართლა სულზე მივუსწარით ბავშვებს. ოდნავ გამშვიდებს, რომ ერთი თვე მაინც ექნებათ საკვები.
მაგრამ მთავარი ამბავი ის არის, რომ ორ ოჯახს, რომლებსაც წლებია ვეხმარებით, აღარ დასჭირდათ ჩვენი დახმარება და საჭმელი სხვებთან გაგვატანეს თავისი საქმე გავუჩინეთ, მთელი გულით აკეთებენ და სოციალური დახმარებაც კი მოიხსნეს რა ვიცი აბა, ისე მაგრად მიხარია ასეთი ამბები ისინი უკვე სხვებს ეხმარებიან და ჩვენი, ყველას დამსახურებაა ერთად, კვირას ტანსაცმელს მოვაგროვებთ ქარვასლასთან. შაბათს დავწერ დეტალებს
მილიონი მადლობა თქვენ ყველას თქვენი სული გვიდგას“, - წერს სინჯიკაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი იქნებოდა პოლიტიკური ბანერების მაგივრად პარტიებს, ეს სივრცე სხვა ტიპის ბანერებისთვის დაეთმოთ“