Digest Logo

„გყოფენ, გშლიან, გაძულებენ, გამწარებენ, სისხლით გივსებენ თვალებს? დაყავი, დაშალე, გათიშე“ - ფანჯიკიძე

1632209107
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს. ის მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს რომ არ შეშინდნენ იმ ბანერების გამო, რასაც საარჩევნოდ აჩვენებენ.

„იცით რას ვფიქრობ მეგობრებო, გამოვერიდოთ იმ გამომფიტველ შემოთავაზებას, რასაც ორი მხრიდან გვტენიან უხვად - „მკვლელები!“ „თვითონ მკვლელები“, „უფრო მკვლელები“, ზევიდან კიდევ პანდემია სიკვდილის აჩრდილით და ესმით მხოლოდ ამ ჩვენს საბრალო ყურებს და სხვა გრძნობებისგან ცარიელ თავებს სიტყვა სიკვდილი, მკვლელი, მკვლელობა, სიკვდილი... და ბანერებზე მისხმული წითელი საღებავით იწვევენ ჩვენში განგაშს და შფოთვას.

ჰოდა, შემოთავაზება მაქვს ამგვარი, არავითარი შიში და ზაფრა, ჩემო კარგებო, მხიარულად უნდა გადავირჩიოთ ძონძები და ავირჩიოთ ნაკლებძონძები და ბედნიერ შემთხვევაში არაძონძები. ადამიანი უნდა იყოს ჰომო-ლუდენსი და თამაშ-თამაშით ქმნიდეს გარემოს. თუ კამათელს თვითონ ვერასდროს აგორებს და მხოლოდ რეაგირებს, სხვის გაგორებულზე გადაჯგუფდება კარიდან კარში, ის ხალხი წინ ვერ წავა. გყოფენ, გშლიან, გაძულებენ, გამწარებენ, სისხლით გივსებენ თვალებს? დაყავი, დაშალე, გათიშე. მათ ხომ შენ უხდი ხელფასებს, შენ ხარ შემკვეთი. და რაც მთავარია, არ დაკარგო სიყვარულის უნარი. სიყვარულის და თამაშის“, - წერს ფანჯიკიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„საკრალური დღეა და ოცნებების ახდენა რეალურია“ - რა უნდა გავაკეთოთ 22 სექტემბერს, რომ სურვილები აგვიხდეს?

🔵„კარგი იქნებოდა პოლიტიკური ბანერების მაგივრად პარტიებს, ეს სივრცე სხვა ტიპის ბანერებისთვის დაეთმოთ“

🔵პოზიტიური აზროვნების ასპექტი იზრდება - ასტროლოგის პროგნოზი