Digest Logo

შარშან ამ დღეს წინა საქორწინო მღელვარება გვქონდა, ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ ბოლო დაბადების დღე იყო როცა ვხედავდი - მარიტა ჯანაშია

1630225229
მარინა ჯანაშია

დღეს მარინა ჯანაშია 72 წლის გახდებოდა. შვილიშვილმა, მოდელმა და წამყვანმა მარიტა ჯანაშიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი და გარდაცვლილი ბებიის შესახებ წერს. 

„დღეს მარუსკის დაბადების დღეა . 72 წლის გახდა.

28 აგვისტო მისი ნამდვილი დაბადების დღეა, მხოლოდ საბუთებით აქვს დაბადების დღე 28 დეკემბერს, ამიტომ 2 ჯერ ვულოცავთ ხოლმე (ადრე დაბადების დღეს სულ 2 იანვარს იხდიდა, ამიტომ რაღაც პერიოდი სამჯერაც ვულოცავდით)

შარშან ამ დღეს ერთად ვიყავით და წინა საქორწინო მღელვარება გვქონდა. ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ ბოლო დაბადების დღე იყო როცა ვხედავდი..

ჩვენი ბოლო საუბარიც მახსოვს და ვერც მაშინ წარმოვიდგენდი რომ ბოლო იყო, თემოს გადაეცი ჩემგან რასაც გეტყვიო, სამწუხაროდ ვერ ვაძლევ თავს უფლებას ვთქვა რა მითხრა, თუ თემოს მოუნდება თვითონ გაგიმხელთ ერთ დღეს…

სულ მაგას გვიმეორებდა მე და თემოს ერთი სული მაქვს პატარა შვილთაშვილი როდის მეყოლებაო, ახლა ჰყავს და სულ 41 დღე აშორებდა რომ გაეცნო.

ზუსტად 41 დღის მერე დაიბადა ბექა.
მისი წასვლის დღიდან აკრძალული მაქვს ჩემ თავთან მასზე წარსულ დროში საუბარი და იგივენაირად იქნება მომავალში, ასე მირჩევნია…
სადღაც აქ არის, სულ ჩვენთან, სულ გვიყურებს, უბრალოდ ვერ ვკონტაქტობთ
გილოცავთ მარიამობას ,“- წერს მარიტა ჯანაშია.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 ტრაგედია ქორწინების დღეს, 3-ჯერ სიკვდილს გადარჩენილი, შეცვლილი ცხოვრება და „კაცის მკვლელობა“ - მაიკო კაჭკაჭიშვილის უცნობი ამბები

🔵„როგორ გაჩერდა ჩემს დიდ ოჯახში ცხოვრება უშენოდ, როგორ გაშავთეთრდა.... ისე როგორ მიდიხარ, რომ ვერ გაკოცე და ვერ ჩაგეხუტე“ - ნანუკა გულუა

🔵„ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა“ - რას იხსენებს წულუკიძე მარინა ჯანაშიაზე