Digest Logo

„შემოდგომაზე იქნება მეხუთე ტალღა" - ბიძინა კულუმბეგოვი

1628229646
კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორმულას" ეთერში კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე ისაუბრა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ არის სრულფასოვნად იმუნიზირებული.

„წელიწადში 6 თვე არის შემთხვევების მატება და 6 თვე შედარებით მშვიდი პერიოდი. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ შემოდგომაზე იქნება მეხუთე ტალღა. დღეს ვაქცინაციაში როცა შედის ადამიანი, მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ არის სრულფასოვნად იმუნიზირებული. იმიტომ, რომ ერთსა და მეორე დოზას შორის არის 21-დღიანი ინტერვალი და შემდეგ მეორე დოზიდან ორ კვირაში არის მხოლოდ იმუნიტეტი ფორმირებული. ამიტომ, ჩვენ დღეს ვაქცინაციით მხოლოდ საქმეს გავიკეთებთ შემოდგომის მეხუთე ტალღისთვის. ამ ტალღაზე ვაქცინაციის გავლენა, როგორც ეპიდემიის მართვის იარაღად, სამწუხაროდ არ გამოგვადგება და მხოლოდ დავრჩით იმის იმედად, რასაც ჰქვია პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელის ჰიგიენა", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ექიმი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი ვაქცინაცია თუ მიაღწევს სასურველ ნიშნულს და იმედია, ეს ასე იქნება წლის ბოლომდე, შეიძლება აქ იყოს პოზიტიური საქმის შემთხვევა პისიარ დადებითი, მაგრამ მსუბუქი და ასიმპტომური.ამის არ უნდა გვეშინოდეს. მაგრამ ჰოსპიტალში იქნება სულ რამდენიმე ასეული ადამიანი და გარდაცვალება იქნება ერთი ან ორი ადამიანი მაქსუმუმ. ეს იქნება ვაქცინაციის ძალა, რასაც სხვა ქვეყნების მაგალითზე ჩვენ უკვე ვხედავთ", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "ფორმულას" ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: „გილოცავთ ხალხო" – ნახეთ, რას ჰყვება გიორგი ფხაკაძე

„ორმაგად აცრილ ადამიანებს სამჯერ ნაკლები ალბათობა აქვთ, რომ კორონავირუსი დაემართოთ" - ზაზა წერეთელი

„ჩოლოიანი თავისუფალია, მისი ქმედებებით განადგურებული მოქალაქეები კი დღემდე მკურნალობას გადიან“