
„1-ლი თებერვლიდან უქმდება რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქმედი და ახალი ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში შემოსვლას გადაწყვეტს, შეძლებს რეგულარული ფრენების დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს მოხდება სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით მიმდინარეობს მსჯელობა, იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ შეამსუბუქონ ქვეყანაში ვიზიტორთა შემოსვლის რეგულაციები.
„ამის პარალელურად, ვმსჯელობთ, როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში ვიზიტორთა შემოსვლის რეგულაციები. ეს არის ურთიერთგამომრიცხავი გარემოება, თუმცა არსებული ეპიდვითარების გამო, ავიაკომპანიები არ ასრულებენ იმდენ ფრენას, რამდენიც მათთვის იქნებოდა სასურველი. ცხადია, ფრენები ისეთი სიხშირით ვერ იქნება, როგორც პანდემიამდე, თუმცა ამას თანად დაარეგულირებენ“- განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, თუ რა სიახლეები იქნება უცხოეულის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ასევე მისი თქმით კომპანიები მომზდეებულნი არიან სავალდებულო ტესტირებისთვის.
პირველ მარტამდე „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება
ცნობილია, გაიხსნება თუ არა ღია და დახურული ტიპის ბაზრობები
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ტრანსპორტი 1-ელ მარტამდე არ აღდგება