Digest Logo

შორენა თეთრუაშვილი მთხოვდა, ეს დამევიწყებინა! დღემდე არავის დავუკითხივარ და არცერთი მედიისთვის არ მომიყოლია! – მოროშკინა

1613458768
ლალი მოროშკინა

შაბათს, „ტვ პირველის“ ეთერში, სუსი-ს უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ისაუბრა, 2015 წელს მცხეთის ქუჩაზე, საპატრიარქოს კუთვნილ ბინაში მცხოვრები პირების შესახებ, რომლებიც თურქეთის სახელმწიფოს მიერ, ტერორისტებად იყვნენ გამოცხადებულნი.

მისივე თქმით, როდესაც ამ პირებმა საზღვარი გადმოკვეთეს, ინფორმაცია ტერორისტების შესახებ არ ჰქონდათ და როცა გაიგეს, მათ „თურქეთისთვის გადასაცემად ამზადებდნენ“.

აგრეთვე, აღნიშნა, რომ საპატრიარქომ და შორენა თეთრუაშვილმა, ისე გადასცეს ბინა საცხოვრებლად რომ არ იცოდა, ტერორისტები იყვნენ თუ არა.

2015 წელს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტ, ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი ეწერა, რის შემდეგაც პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი დაუკავშირდა.

მოროშკინა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემა „ალიას“ ესაუბრა:

„ახლა გიამბობთ ამბავს, რომელიც არცერთი მედიისთვის არ მომიყოლია. ამბავი, 2015 წელს მოხდა და დღემდე არავის დავუკითხივარ!

2015 წლის მაისი იყო, მივედი სახლში, მცხეთის ქუჩის ჩიხში, 13 ნომერში და წარმოუდგენელი ამბავი დამხვდა. შეწუხებული მეზობლები და აუტანელი ხმაური ზუსტად ჩემ გვერდით ბინაში, რომელი ბინაც ვანო ჩხარტიშვილმა გადასცა საპატრიარქოს.

სულ ცოტა ხანი ჩვენს მეზობლად მართლაც რომ სათნო და მოფუსფუსე დედაოები ცხოვრობდნენ… ძალიან გვიხაროდა მათი იქ ყოფნა მთელ სამეზობლოს, მაგრამ სამწუხაროდ, მალე წავიდნენ...

26 მაისს სწორედ ამ ბინიდან გამოდის ყვირილი, ხორხოცი, საზარელი ხმები ისმოდა, ქალების და კაცების ვაქხანალიური ხმა. ვერ ვიგებდით, რა ენაზე საუბრობდნენ, არც ქართული სიტყვები ისმოდა, არც ინგლისური…

გადავწყვიტე დამეკაკუნებინა. დავაკაკუნე და იმის ნაცვლად, რომ ხმები შეწყვეტილიყო, ან შემცირებულიყო, მოუმატეს ყვირილს.

იძულებული გავხდით, პოლიცია გამოგვეძახებია – მოვიდა პოლიცია, შევიდა ბინაში და გამოვიდა ჩვენზე მეტად შეწუხებული და ჩვენზე მეტად დაბნეული. თვალცრემლიანი იყო პატრული, რომელმაც გვითხრა, ვერაფერს გავაკეთებ, ბინა საპატრიარქოს სახელზეა და ისიც არ ვიცი, ამ ბინაში თურქები როგორ მოხვდნენო.

ვისაც დააინტერესებს, ასე იყო, თუ არა, შეუძლია მარტივად გაარკვიოს, 2015 წლის 26 მაისს რომელი საპატრულო ეკიპაჟი მორიგებდა ამ უბანში და ვინ იყო გამოძახებაზე მოსული!

წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, პოლიციამაც რომ ვერაფერი მოახერხა. მინდა გითხრათ, რომ პოლიციის ბინიდან გამოსვლის შემდეგ, ხმაური გასამმაგდა, უკვე ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, როგორც ჩანს, გაბრაზდნენ, პოლიცია რომ გამოვიძახეთ.

ასე გაგრძელდა დილამდე. გარდა იმისა, რომ შოკირებულნი ვიყავით, იმისიც გვეშინოდა, რომელიმე ახალგაზრდას რომ ვერ მოეთმინა მათი თავგასული ქცევა, ნერვები ვერ მოეთოკა და მისულიყო, უბედურება არ დატრიალებულიყო.

დავწერე პოსტი სოციალურ ქსელში და მივმართე საპატრიარქოს, დავრეკე კიდეც. სხვათა შორის, სწრაფად გამომეხმაურნენ და ახლა იწყება ყველაზე საინტერესო.

გიორგი ანდრიაძე მოდის საპატრიარქოდან, რომელიც ამბობს, რომ გაურკვევლობა მოხდა… ეს იყვნენ ლაზები თურქეთიდანო.

ვკითხე, რატომ იქცევიან თურქეთიდან ჩამოსული ლაზები ასე აღვირახსნილად? არ ვიციო… როგორც მერე შევიტყვე, სწორედ გიორგი ანდრიაძეს უნდა ეპატრონა ამ პირებისთვის.

მერე უკვე მიკავშირდება სოსო ოხანაშვილი, ტყუილს არ ვიტყვი, ოხანაშვილი თავად ძალიან იყო შეწუხებული, უამრავი მადლობა გადამიხადა, რადგან, როგორც თავად მითხრა, ჩემი ზარის შემდეგ სუს-ი ჩაერთო საქმეში და მოხდა ტერორისტების განეიტრალება.

ბინიდან ამოიღეს საბუთები, რომლითაც დადასტურდა, რომ ეს იყო ტერორისტული დაჯგუფების სამუშაო საბუთები, რუკები, ფოტოები იმ ადგილების, სადაც შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო.

ბინაში იყო თბილისის რუკები და ფოტოები, მაგრამ არ იყო, სხვა ტიპის სამზადისი, შესაბამისად, ამიტომაც ვერ დაიჭირეს.

მე, როცა იმავე დღეს, 2015 წლის მაისში, დავწერე პოსტი, დამიკავშირდა შორენა თეთრუაშვილი და მთხოვა შეხვედრა, მოდი, პირდაპირ ვიტყვი, გამოგვიძახა!

მე ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს მეორე დღესვე შევხვდი უკვე 27 მაისს, მეზობლებთან ერთად, რომლებიც ასევე ძალიან შეწუხებულნი იყვნენ და შორენამ მთხოვა, ამეღო ეს პოსტი ფეისბუქიდან, რომ ასე ვთქვათ, საპატრიარქოსთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილიყო.

ვუთხარი, რომ ამ ქუჩისთვის ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და არ ავირებდი. მიპასუხა, რომ აღარ შევწუხდებით და ამ ხალხს გაასახლებდნენ.

კი გაასახლებდნენ მაგრამ მაინც მქონდა კითხვები. მაინტერესებდა ვინ იყო ის ხალხი...

მეორე დღეს მთავრდება ისტორია. მეორე დღიდან მათი კვალი ქრება“…


წაიკითხეთ სრულად


აგრეთვე წაიკითხეთ:

3 ქორწინება, ღალატი და 12 წლით პატარა რჩეული - ლიზა ბაგრატიონის უცნობი ამბები

მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები