Digest Logo

„თავიდან ჩხუბის ხმა იყო, მერე ტირილის... ცხედარი გარდაცვლილი გადმოაგდეს“ - ვინ არის კაცი, რომელიც მუხიანში გარდაცვლილი იპოვეს

1644842708
დავით თევზაია

ახალგაზრდა კაცი, რომელიც მუხიანში დღეს დილით გარდაცვლილი ნახეს, 36 წლის დავით თევზაიაა. მისი ცხედარი მეზობლებმა გობრონიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნახეს. რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.

გარდაცვლილის ახლობლების ნაწილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობენ, რომ თევზაიას პრობლემები არ ჰქონდა, ხოლო ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ცხედარი გარდაცვლილი გადმოაგდეს და მას მაისური ჰქონდა შემოხეული.

ადგილობრივი მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით, პოლიციას სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები არ ამოუღია. გარდა ამისა, ადგილზე ამბობენ, რომ სისხლის კვალი არ შეუმჩნევიათ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვბარავდი და შემთხვევით ვნახე, ცოტა მიწა ჩამეყარა შიგნით“ - ნახეთ, რა იპოვა ნატანებში მუშაობისას კაცმა

🔵„ეს დღე ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🔵„ეს დღე ძალიან ფრთხილად უნდა გაიაროთ“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

🔵სიყვარულის ასტროლოგია და შეყვარებულების ჰოროსკოპი, ანუ როგორ უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს - მიხეილ ცაგარელი მოგვიყვება

🔵VIDEO: „ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება, ეს სიყვარულია” - ირაკლი მაქაცარია რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

წყარო: mtavari.tv