თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატება და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი მოემსახურება.
მარშრუტი N3 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N403-ით და ვარკეთილის II მიკრორაიონიდან (კორპუსი N25-ის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს;
მარშრუტი N106-ს მიკროავტობუსი N406 ჩაანაცვლებს, რომელიც მგზავრებს ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგიდან (N15 კორპუსის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება
მარშრუტი N19 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N407-ით და შოთა ნადირაშვილის ქუჩიდან („დირსი“) მეველეს ქუჩამდე გადაადგილდება;
მარშრუტი N217 ჩანაცვლდება N417-ით და მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგიწმინდას დასახლებამდე (დ. აღმაშენებლის ქ. N100-ს მიმდებარედ) მიიყვანს;
მარშრუტი N18 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N418 და გადასასვლელი ხიდიდან მერი შერვაშიძის ქუჩამდე (ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩის გადაკვეთა) იმოძრავებს.
გარდა ამისა, N22 მარშრუტი N422 მიკროავტობუსით ჩანაცვლდება და მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელიდან ნესტან დარეჯანის ქუჩამდე (N40-ს მიმდებარედ) მოემსახურება;
მიკროავტობუსი N435 ჩაანაცვლებს N35 ავტობუსს და გადასასვლელი ხიდიდან დავით იოსელიანის ქუჩამდე (კორპუსი N205-ის მიმდებარედ) გადაადგილდება;
N151 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N451-ით, რომლის მარშრუტი წრიული იქნება და მოძრაობას მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს;
მარშრუტი N173 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N473-ით და იონა მეუნარგიას ქუჩიდან (N72-ს მიმდებარედ) გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიამდე იმოძრავებს;
მარშრუტი N90 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N490-ით და მგზავრებს მნათობის ქუჩის N73-დან (ქარხანა „დელტა“) მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდინარე ტერიტორიამდე მოემსახურება;
მარშრუტი N93 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N493 და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ (ბაზრის მხარე) მარშალ ი. პილსუდსკის გამზირამდე („თბილისი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდება;
მარშრუტი N216 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N516 და მოქალაქეებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გუმათჰესის ქუჩამდე (N21 ა-ს მოპირდაპირედ) გადაიყვანს;
მარშრუტი N129 ჩანაცვლდება N529 მიკროავტობუსით და გადაადგილდება ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან (N99-ს მიმდებარედ) სადგურის მოედნამდე.
რაც შეეხება ახალ და დაკორექტირებულ მარშრუტებს, მგზავრებს ახალი მარშრუტი - N427 მოემსახურება, რომელიც იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან (გერცელ ბააზოვის ქუჩის გადაკვეთა) ვახტანგ გორგასალის ქუჩამდე მოემსახურება;
ახალი მარშრუტი - N468 სადგურის მოედნიდან ნინო ჟვანიას ქუჩამდე (ნიკოლოზ ღოღობერიძის II გასასვლელის გადაკვეთა) იმოძრავებს;
ახალი მარშრუტი - N433 გადაადგილდება აკაკი კვანტალიანის ქუჩიდან (N97-ს მიმდებარედ) მეტროსადგურ „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორია);
მარშრუტი - N478 იმოძრავებს მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მეველეს ქუჩამდე;
ახალი, N412-ის მარშრუტი წრიული იქნება და რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ს მიმდებარედ) იმოძრავებს; მარშრუტის - N409 გზასავალი დაკორექტირდა. მისი მარშრუტიც წრიული იქნება და სოფელ ქვემო ფონიჭალის მცხოვრებლებს მოემსახურება.
გარდა ამისა, დაკორექტირდა მარშრუტ N410-ის გზასავალი. მიკროავტობუსი წრიულად, ლევან ღოღობერიძის ქუჩიდან (N67ბ-ს მიმდებარე ტერიტორია) იმოძრავებს;
მარშრუტ N411-ის გზასავალიც დაკორექტირდა. მიკროავტობუსი ევსტათი მცხეთელის ქუჩიდან დაიწყებს მოძრაობას და მგზავრებს მარნეულის ქუჩამდე (N37-ს მიმდებარედ) გადაიყვანს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი იქნებოდა პოლიტიკური ბანერების მაგივრად პარტიებს, ეს სივრცე სხვა ტიპის ბანერებისთვის დაეთმოთ“
🔵„საჭმლის დარიგების პროცესში სასიამოვნო არაფერია, გულს კლავს პირიქით ამდენი მშიერი ადამიანის ყურება“