
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო კადრების სიმცირეს განიცდის, ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„ძალიან გვიჭირს ერთი და იგივე თემაზე ამდენი საუბარი და საზოგადოებაში არსებული უარყოფითი განწყობის კიდევ უფრო გაუარესება. სამწუხაროდ თითქმის აღარ გვაქვს რესურსი და სასწრაფოდ გვესაჭიროება თანამშრომლები სანიტრის პოზიციაზე“, - ნათქვამია კლინიკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათი თქმით, მედპერსონალის რაოდენობა განახევრებულია და ვეღარ ახერხებენ გაუმკლავდნენ პაციენტთა უზომოდ დიდ ნაკადს.
„გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ კოვიდი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში. ანაზღაურების და გრაფიკის პირობების დასაზუსტებლად მოგვწერეთ პირადში“, - წერს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო.
⚪აგრეთვე დგაინტერესებთ:
ბიძინა კულუმბეგოვი ავიკელი - ია ფარულავა
მატყუარა ხარ, 2 კვირის წასული ხარ და წასვლის მიზეზად 2 დღის ამბავი მოგაქვს - კუპრავა