პოპულარულ მომღერლებს სოფო და ბორის ბედიებს გამზრდელი ბებია გარდაეცვალათ. ამის შესახებ სოფო სოციალურ ქსელში წერს და ტკივილის გაზიარებისთვისა და თანდგომისთვის ყველას მადლობას უხდის.
„მშვიდობით განისვენე ჩემო ბებიკო ჩემო ტკივილო მადლობა ყველას ჩემი დიდი ტკივილის გაზიარებისთვის, მოსვლისთვის, ყველა კომენტარისთვის, ზარისთვის ნაცნობებს უცნობებს მადლობა ჩემს ოჯახს და მეგობრებს თანადგომისთვის! მიყვარხართ ყველა“, - წერს სოფო ბედია.
მომღერალი ბებიის შესახებ „პრაიმტაიმთან“ ჰყვებოდა:
„დაბადების დღიდან ჩემი შვილის ნიკოლოზის გამზრდელია. ის ძალიან კეთილი, მრავალი ღირსებით შემკული მეგრელი ქალბატონი იყო. ბებია ტრაგიზმით სავსე იყო, ორშვილმკვდარი დედა, მამა 46 წლის იყო როცა დაიღუპა, ხოლო ბიძაჩემი – 40-ის. შვილიშვილების, მერე შვილთაშვილების ცხოვრებით ცხოვრობდა, შვილების სიყვარული ჩვენზე გადმოიტანა და ასე ვცხოვრობდით.
ჩვენი ყოველი გამოჩენა მისთვის ნამდვილი ზეიმი იყო. მუსიკალურად საკმაოდ განათლებული იყო და კარგი გემოვნება ჰქონდა. ძალიან ჩართული იყო ჩვენს შემოქმედებით განვითარებაში. სახლშიც ხშირად ვმღეროდით ხმებში.
მომღერალ სოფო ბედიას შვილები დიდ ბებიასთან ერთად
8 წელი ჩვენთან ცხოვრობდა. როცა მე და ნიკა სხვაგან ვცხოვრობდით, იქ მოდიოდა ყოველდღიურად და მეხმარებოდა. ბავშვი ისეთ საიმედო ხელში მეგულებოდა, რომ ჩემს საქმეებს მშვიდად ვაკეთებდი.
ბებიას სიმსივნე ჰქონდა, თუმცა ამ დიაგნოზით არ გარდაცვლილა. მას ინსულტმა დაარტყა და გარდაცვალების მიზეზი ეს გახდა, 84 წლის იყო…” – ამბობს სოფო ბედია.
ასევე დაგაინტერესებთ
VIDEO: „ასეთებზე დგას ეს ქვეყანა, მადლობა“ - კადრები, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო
„კოვიდმა არც მე ამიარა გვერდი... “ - მიხეილ სააკაშვილის მამა კორონავირუსით დაინფიცირდა