Digest Logo

„დღეს 80-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე საქართველოში... კითხვები იბადება“ - რა განცხადებას აკეთებს გიორგი ფხაკაძე

1638284038
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი კვლევის შესახებ წერს. მისი თქმით, საქართველოში დღეს 80-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. აღნიშნულ მონაცემს დანიის სტატისტიკას უკავშირებს, სადაც ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსმა  11 ადამიანი იმსხვერპლა.

„დღეს 80-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე საქართველოში.

საქართველოს მოსახლეობა 3 729 600 (ოფიციალურად, რეალურად 3,000,000 თუ დარჩა საქართველოში), სრულად აცრილია მოსახლეობის 26.68%, მოზრდილი მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი მარტო ღმერთმა თუ იცის, რამდენია.

რეალობაში მთელი მოსახლეობის 20% თუ არის სრულად დაცული, ესეც საკითხავია, აღარ ვსაუბრობ დაბალეფექტურ ვაქცინებზე.

ბოლო 7 დღის განმავლობაში კოვიდ19-ით ინფიცირებულია 26 461 ადამიანი,გარდაცვლილია - 439.

დღეს 11-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე დანიაში . დანიის მოსახლეობა 5 820 900 (სწორი მონაცემებია)
სრულად აცრილია მოსახლეობის 76.58% (მაღალეფექტური ვაქცინებით) და მოზრდილი მოსახლეობის - 90%.

ბოლო 7 დღის განმავლობაში კოვიდ19-ით ინფიცირებულია 25 125 ადამიანი, გარდაცვლილია - 67.

კითხვები იბადება:
დანიაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით რატომ არ იცრება მოსახლეობის 23% და საქართველოში რატომ არ აიცრა მოსახლეობის 80%?

დანიაში კოვიდით რატომ გარდაიცვალა დღეს 11 ადამიანი და საქართველოში -80 ადამიანი?

დანიაში კვირაში 25,000 კოვიდინფიცირებული ადამიანი დარეგისტრირდა და საქართველოში კი - 26.500?

დასკვნა თქვენ თვითონ დაწერეთ კომენტარებში … ვუყურებ ამ ციფრებს და მერე ვუყურებ ქართულ საინფორმაციო სივრცეს … სად არის პრობლემა, სად არის ხალხი და სად არის რეალობა ?!“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მეგონა, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს მოიხდიდი და ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს“ - სოსო რობაქიძე სააკაშვილს მიმართავს

„გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა დაოჯახებას, რომელიც ვერ მოასწრო“ - გარდაცვლილი 23 წლის ძმის დაკრძალვისთვის და დახმარებას ითხოვს

„თუ ამ წერილს კითხულობთ, დამიკავშირდით“ - ვის ეძებს გიორგი ღოღობერიძე

„არ დაგავიწყდეთ... “ - ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას აფრთხილებს

„ნორმაა, რომ ვერ ავცერით, არც მოგვიკლავს ამისთვის თავიო. წარმოუდგენელი გულგრილობა და ჩამოშლაა ეს“ - ელენე ხოშტარია ეპიდსიტუაციაზე

„ახლა საპატრიარქოს მოეწონება, რასაც ამბობ?...“ - ია ფარულავა მამა პეტრეს მიმართავს

„არ დასცალდა ამ ხატის პარაკლისის შექმნა...“ - მძიმე ავადმყოფობის შემდეგ თეოლინა გორდელაძე გარდაიცვალა