ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა. მოკლულის მამა ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
„მე მეგონა, რომ სასამართლოზე მოხვიდოდი, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს მოიხდიდი არა შეცდომებზე, არამედ ჩადენილ დანაშაულებზე და ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს, ჰიმნის მოსმენისას, მათ, ვინც იმქვეყნად გაისტუმრე, პატივს მაინც სცემდი“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„თუ ამ წერილს კითხულობთ, დამიკავშირდით“ - ვის ეძებს გიორგი ღოღობერიძე
„არ დაგავიწყდეთ... “ - ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას აფრთხილებს
„ახლა საპატრიარქოს მოეწონება, რასაც ამბობ?...“ - ია ფარულავა მამა პეტრეს მიმართავს
„ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! არ არის საჭირო” – ზურაბ გურული სააკაშვილს მიმართავს