საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი 46 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
ერში რამაზ კაპანაძე დაიბადა 1975 წლის 19 ივნისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხორითში. მონაზვნად აღიკვეცა 1995 წლის 16 დეკემბერს და წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის სახელზე ეწოდა დიმიტრი. 1996 წლის 10 მარტს ხელდასხმული იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1997 წლის 12 იანვარს – მღვდელ-მონაზვნად. შემდგომ მიენიჭა იღუმენისა და არქიმანდრიტის წოდებები.
2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე) გამოარჩია ეპისკოპოსად. 2013 წლის 27 ოქტომბერს მცხეთის წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა მისი ქიროტონია ეპისკოპოსად.
ეპისკოპოსი დიმიტრი 2013-2015 წლებში მართავდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა