Digest Logo

„ატყდა ტირილი ჩემი მხრიდან, ლამის დავულეწე იქაურობა... ბავშვი მაჩვენეთ -მეთქი, მაგრამ ეჰ, ჯალათები“ - დედის ემოციური წერილი, რომელიც შვილს ეძებს

1642934716
დედა-შვილი

ფეისბუკ გვერდზე შექმნილი ჯგუფი „ვეძებ“ საზოგადოებას დაკარგული ადამიანების მოძებნაში  ეხმარება. აღნიშნულ გვერდზე ხშირად ქვეყნდება დედების ემოციური წერილები, რომლებიც გაშვილებულ, დაკარგულ და გასხვისებულ შვილებს ეხებათ.

ზემოთ მოხსენიებულ ჯგუფში მორიგი ემოციური ისტორია ვრცელდება.... დედა მშობიარობის შემდგომ თელავის სამშობიაროდან, გაუჩინარებულ ცოცხალ შვილს ეძებს.

„უკვე 47 წლის ვარ. ბევრჯერ დამიწერია ამ ჯგუფში და კიდევაც დავწერ. ორჯერ განაშვილები, ორი დარტყმა ერთად მით უმეტეს სამი წლიდან ვიცი ყველაფერი რა, როგორ და სად.

ეს ხომ ჩემთვის დღემდე დიდი ტრაგედიაა, მაგრამ აი, წინა კვირას რომ გავიგე, რომ ჩემი პირველი შვილის გარდაცვალების ცნობა და მშობიარობის უფრო გავგიჟდი. ეს მოხდა 1991- წლის 9 მარტს. მახსოვს, ბავშვის დაბადება ვითომ ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული ,ისიც კარგად მახსოვს ბავშვმა ხმა ამოიღო და ზუსტად იმ დროს გავხედე, საყვარელი ცისფერ თვალება. რა ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ერთმანეთს შევხედეთ წამებში მე და ჩემმა პატარამ. ატყდა ჩოჩქოლი როგორც ახლა გავერკვიე, პოსტებიდან თურმე როლებს როგორ თამაშობდნენ. უცებ გავიხედე ექთანს ვედრო შემოატანინეს და ჩემს გამზრდელ დედას უთხრეს, შენ წადი ყუთი მოიტანეო. დედას არ აჩვენეს ბავშვი უთხრეს შენ წადი და ჩვენ მივხედავთო. სამშობიაროს იქვე ნაძვებში სასაფლაოაო და დავასაფლავებთო.

რა თქმა უნდა მეც ეგრევე გავიგე სამშობიაროს მაგიდაზე, ატყდა ტირილი ჩემი მხრიდან ლამის დავულეწე იქაურობა ბავშვი მაჩვენეთ -მეთქი, მაგრამ ეჰ, ჯალათები.

იმის მაგიერ, რომ დავემშვიდებინე ექიმი მისდგა დედას, რატომ ათხოვებდი ასეთ პატარასო. დედამ უთხრა, შენი საქმე არააო მიხედე შენს საქმესო. გეგონება და ძალით გამათხოვეს, ვაი მაგათ პატრონს მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს.

დერეფანში ინგრეოდა ჩემებიდან ყველაფერი მე პალატიდან ყვიროდი, თან არ დაგავიწყდეთ სადაც ახალი დაბადებული ბავშვები იყვნენ დედებთან ერთად, იმ პალატაში გადამიყვანეს. ხომ წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა.

უნდა გვეჩივლა, მაგრამ სამართალი არ იყო იმ დროს. როგორც იქნა მე უბედურს გამომწერეს და არ მინდოდა სახლში მისვლა ხელცარიელი. ვიხუტებდი ბავშვის ტანსაცმელს და სულ ვტიროდი და ვტიროდი და აი ამის მერე რა ჭკუაზე უნდა ვიყო დღემდე.

მყავს მეორე შვილი ისიც ბიჭი. მოკლედ, მეგობრებო ძალიან გთხოვთ, ყველას, ყველას, სადაც ხმა მიგვეწვდინება ყველგან მოვიძიოთ. ვიცი, რომ დამეხმარებით და დაგეხმარებით მეც რა თქმა უნდა.

ღმერთო, მე ისეთი ნატანჯი ვარ ცხოვრებაში, რომ დარწმუნებული ვარ ჩემს შვილს ვიპოვი. ვეტყვი ჩემს შვილს, რომ დედა გენაცვალოს შენ თეთრ ხალათიან ჯალათებმა მოგვპარეს შენი თავი და სულით ხორცამდე გეძებთ.

შენ გელოდება დედა, მამა, ძმა და პატარა ძმისშვილი, მამიდა. დამეხმარეთ გთხოვთ ყველას.

იქნებ რომელიმეს მოგვამსგავსოთ და პირადში შემეხმიანეთ. კიდევ დავწერ. ვეძებ ბიჭუნას, 1991 წლის 9 მარტს დაბადებული ქალაქ თელავში. ყველას წარმატებებს გისურვებთ, უფალს ვთხოვ ყველას გვეპოვოს ვინ ვისაც ვეძებთ. მე მჯერა ოცნებები და სასწაულების ახდენა. მადლობა ყურადღებისთვის, გაიხარეთ“, - წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა

🔵„ფრთხილად!... რუსები მოდიან ცეცხლითა და მახვილით და ეს გამოიწვევს დიდ ომებს...“ - ლელა კაკულიას მორიგი წინასწარმეტყველება

🔵„ოჰ, როგორი დროულია!“ - რაზე ოცნებობს ია ფარულავა

🔵„წინააღმდეგი იყო აცრის... კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ვერ დაარწმუნეს“ - ვიკა ბუკია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🔵„საპანიკო არაფერია, ესეც გადაივლის“ - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„ქალი მეუბნება, დედაშენმა კიევიდან ჩამოგიყვანაო” - რას წერს ბაია დვალიშვილი

🔵VIDEO: „დღევანდელ დღეს წავიდა... მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება“ - ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძეზე

🔵„მეუღლემ იმდენი ინერვიულა, რომ ეს საშინელება მოხდა...“ გარდაცვლილი დავით პაპასკირის ოჯახის შესახებ კიდევ ერთი მძიმე ამბავი ვრცელდება