Digest Logo

„წინააღმდეგი იყო აცრის... კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ვერ დაარწმუნეს“ - ვიკა ბუკია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1642924034
ექიმი

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი ოჯახის ძიძა კორონავირუსმა იმსხვერპლა. მისი თქმით, გარდაცვლილი აცრის წინააღმდეგი იყო.

„ბუბის ყოფილი ძიძა უკიდურესად წინააღმდეგი იყო აცრის. ბოლოს ვუთხარი ვეღარ მოხვალ ჩვენთან -მეთქი და მაინც უარზე იყო, კატეგორიულ უარზე.

და მაინც, ქეთინოს გარდაცვალების ამბავი როცა გავიგე, საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. არ ვიცი, რაღაც უნდა მექნა -მეთქი და მაშინ ვთქვი, რომ ყველა ხერხს და ღონეს მივმართავ, როცა ვნახავ რისკ ჯგუფის მქონე ადამიანი არ იცრება.

აი, როგორც აუცილებლად შევაშველებდი ხელს ადამიანს, რომელიც მტკვარში ხტება. აი ასე შევეშველები -მეთქი ჩემი სიტყვებით და მოქმედებებით, მაგრამ მაინც ვერაფერს ვაკეთებ.

აი, ვუყურებ ჩემ გარშემო გაჯიუტებულ ადამიანებს და თითქოს ისინი მართლა მტკვარში ხტებიან და მე ვუყურებ. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შეგონება არ ჭრის. ექიმი თინა თოფურიას სჯერათ და არა ჟურნალისტის.

ომიკრონმა მთლად შეურყია ხალხს რწმენა. ვერ გებულობენ, რომ აცრა არ იცავს ვირუსისგან ყოველთვის, მაგრამ დანამდვილებით იცავს სიკვდილისგან და ნებისმიერი ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილების თანამშრომელი გეტყვით: იქ ვინც წევს ყველა აუცრელია, ყველა.

კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ვერ დაარწმუნეს“, - წერს ვიკა ბუკია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„საპანიკო არაფერია, ესეც გადაივლის“ - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„ქალი მეუბნება, დედაშენმა კიევიდან ჩამოგიყვანაო” - რას წერს ბაია დვალიშვილი

🔵„ხველა, გამონაყარი, მუცლის ტკივილი“ - რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა პოსტკოვიდურ პერიოდში

🔵დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის მდიდრული სასახლე

🔵VIDEO: „დღევანდელ დღეს წავიდა... მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება“ - ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძეზე