Digest Logo

„ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ“ - ხოშტარია

1636009340
ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიას განცხადებით, შიმშილობას აგრძელებს და გეგმა არ შეიცვლება, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი.

ხოშტარია აცხადებს, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი არ არის თამაში და ეს ძალიან დიდი რისკია.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ის არ აპირებს საპარლამენტო საქმიანობაში ვინმეს ხელი შეუშალოს, რადგან მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია პროტესტის ფორმა მშვიდობიანი იყოს.

„ვაგრძელებ შიმშილობას, გეგმა ვერ შეიცვლება, სანამ პრეზიდენტს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის გარანტიები არ იქნება. ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან დიდი რისკი და კანონის მოთხოვნა.

ამიტომ ეს არის ყველაზე მინიმალური და ყველაზე რეალური მოთხოვნა, რაც აბსოლუტურად ყველას ინტერესში შედის. ვერ წარმომიდგენია საერთოდ აქამდე როგორ მივედით, რომ ადამიანის სიკვდილზე ვსაუბრობთ ასეთი ხელაღებით. სწორედ ამან გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, ამიტომ მე აბსოლუტურად მშვიდად ვაგრძელებ შიმშილობას.

ერთი რამე მინდა ვთქვა, მათ შორის „ოცნების“ გასაგებად. მე ვარ პარლამენტში და პროტესტის ეს ფორმა არის უკიდურესად მშვიდობიანი. არ ვაპირებ ან სხდომების ან კომიტეტების, ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას, არა იმიტომ რომ არ გამიკეთებია არასდროს, არამედ მიმაჩნია რომ მშვიდობიანი პროტესტის ფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოპოზიციური პარტიები კონტაქტზე არიან, შემეხმიანა ამერიკის საელჩო და გავაცანი ჩემი მოთხოვნები“, - აღნიშნა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„არსებულმა ეპიდვითარებამ, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს“ - ეპიდემიოლოგები

🔵VIDEO: „ასეთი სიყვარულის მწამს“ - გიორგი გასვიანი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

🔵რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი

🔵გაჭირვება, ქორწილი „დალატკული“ პერანგით და სარდაფში ცხოვრება - ოთარ მეღვინეთუხუცესის პორტრეტი