Digest Logo

„ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს“ - გიული ალასანია სააკაშვილის საქმეზე

1643974374
გიული ალასანია სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან  თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გადაიყვანეს.  პროცესზე მტკიცებულებები ბრალდების მხარემ უკვე წარადგინა. კერძოდ, პროკურატურამ რამდენიმე მოწმე გამოჰკითხა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში მომდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ აქვს. 

​„ადამიანი ითხოვს ჯანმრთელობის ადეკვატურ გამოკვლევას და შემდეგ საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, თვე-ნახევარია გასული და მისი პირადი ექიმი არაფრით შეუშვეს.

შეშვებაზე პასუხი არის, რომ მოთხოვნა პროცესშია, შეიძლება პროცესში იყოს ასეთი გადაწყვეტილება? ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში მომდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც სააკაშვილის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობას“ ეხება, რეაგირება მოეხდინა, არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ვინ აჩუქა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მხარდასაჭერი მაისური, რომელიც სასამართლოზე ეცვა

🔵„ნუ დამაჯერებ, რომ ქვეყნის 70% გამოკვალიაშვილებულია“ - ნუგზარ სულაშვილი

🔵ლეგენდარული სარაგბო კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა

🔵ვისთვის იქნება თებერვალი მძიმე, რა რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები და რა გავლენას მოახდენს მაგნიტური ქარიშხლები თქვენს ჯანმრთელობაზე

🔵„ბოლოს გადაცემაში იყო ჩემთან სტუმრად... ორ დღეში დამირეკა, კოვიდი დამიდასტურდა და ხომ კარგად ხარო“ - მაკა რაზმაძე მეჭიაურზე