
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, მაესტრო - ნიკოლოზ რაჭველი რამდენიმე წლის წინ, გივი ბერიკაშვილის სახლში გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:
„გივისთან და ლეილასთან ვართ, არც ისე დიდი ხნის წინ... ვირეპეტიციეთ...
ადექი, ახლა მე შენ გაჩვენებ კლასს! - მითხრა იმ ინტონაციით ყველას რომ ყურში გვაქვს, ხომ გესმით როგორ იტყოდა?! მე კი ტელეფონი მოვიმარჯვე ეჰ... RIP“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ცნობისთვის, 27 აპრილს 85 წლის ასაკში, მსახიობი - კახი კავსაძე გარდაიცვალა.
კავსაძე პოსტკოვიდური გართულებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის გასული წლის ბოლოს ასევე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და ერთადერთი სიყვარული - აქამდე უცნობი ამბები კახი კავსაძის შესახებ
„ეს ამბავი თუკი ვინმეს გაუხარდა იქ, ეს გივია… გივიც ვნების კვირაში გარდაიცვალა“ – მანანა ბერიკაშვილი