72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილი პირველია, ვინ ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ 10 000 ლარი მოიგო. მოგების შესახებ მან ჟურნალისტისგან სატელეფონო ზარით გაიგო.
„პირველი დოზით აცრის შემდეგ, მოვიგე 10 ათასი ლარი. როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ მოვიგე, გამიკვირდა, რადგან ჩემთვის მოულოდნელი იყო. არ დავიჯერე, რადგან არასდროს არაფერი მომიგია. ერთხელ მოვიგე ერთი ცალი ნაყინი და მეზობლის ბავშვს მივეცი. ასეთი თანხის მოგება სასწაულივით იყო ჩემს ცხოვრებაში“, - ამბობს გამარჯვებული.
ნიკოლოზ რეხვიაშვილი ბოლნისში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მას მდიდარი შემოქმედებითი ისტორია აქვს - 2 ათასზე მეტი ლექსის ავტორია.
ამბობს, რომ მოგებულ თანხას სახლის რემონტს მოახმარს და თუ თანხა მორჩება, საკუთარი პოეტური კრებულის გამოცემას გეგმავს.
ნიკოლოზ რეხვიაშვილი „სინოფარმით“ ბოლნისში აიცრა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „რომანი მქონდა, ჩამომაკითხა აქ ყვავილებით“ – ვისზე საუბრობს ელენე ხოშტარია
🔵VIDEO: როგორ იქცევა საზოგადოება მაშინ, როდესაც ქუჩაში ძალადობის ფაქტს აწყდება